სამეგრელოში კორონავირუსი 98 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 62

ქვეანაში გამოვლენილი ინფიიცრების 1 006 ახალი შემთხვევიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 62 კოვიდპაციენტი.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა.

რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 190 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 12 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.

„რუხის კლინიკაში 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 27 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა ექვსი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 40 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის მძიმეა სამი. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 20 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 17 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთი”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 57 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები