ქვემო ქართლში გამოვლენილი 49 ახალი კოვიდინფიცირებულიდან 22 რუსთავშია

რუსთავში ბოლო 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან
19 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა.

მისი თქმით, გასული დღე-ღამეში ცენტრში კოვიდტესტი 22 პირს ჩაუტარდა და მათგან 19 პაციენტს დაუდასტურდა.

რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები