ნიამორი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე არ ბინადრობს, მათი უახლოესი პოპულაცია ლაგოდეხიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე, დაღესტანში, ცხოვრობს.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ფოტომახეებით ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი. პირველად ნიამორი ფოტომახის ობიექტივში 2016 წელს მოხვდა, განმეორებით 2019 წელს და მიმდინარე წელს კვლავ გამოჩნდა.