“მარტოხელობა შემიმსუბუქეთ“ – საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ოჯახებმა დახმარება მიიღეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის „ქალთა საბჭომ“ და ლეჩხუმის მკვიდრმა მაგდა ყურაშვილმა, „რეგიონული კვირის“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ბიუროსთან ერთად, სოფელ ორბელში, ოყურეშს, ჩხუტელში და ქალაქ ცაგერში მცხოვრებ 15 ოჯახს საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სასურსათო და ჰიგიენური ნივთების პაკეტები გადასცეს.
როგორც ცაგერის “ქალთა საბჭოს” თავმჯდომარე გულნაზ გოლეთიანი ამბობს, დახმარება ამ ეტაპზე, იმ ადამიანებმა მიიღეს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თუმცა მსგავსი აქცია შეჭირვებული მოსახლეობისთვის კვლავ ჩატარდება.
„ქალთა საბჭომ“ და ქველმოქმედმა მაგდა ყურაშვილმა აქცია ერთად დავგეგმეთ, ჩვენი რეგიონის ჟურნალისტი და ოპერატორიც შემოგვიერთდნენ რეგიონული კვირიდან“. ჰუმანას“ წარმოების საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით და სხვა პირადი ჰიგიენის ნივთებით 15 ოჯახი გავახარეთ“, – განაცხადა გულნაზ გოლეთიანმა.