“სასიხარულოა, რომ ბავშვები სკოლის მერხებს უბრუნდებიან” – აჭარაში სასწავლო პროცესი 1-ელ თებერვალს განახლდება

ონლაინ სივრციდან სკოლის მერხებზე სასწავლო პროცესს მოსწავლეები პირველ თებერვალს დაუბრუნდებიან.  გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.
აღნიშნულ გადაწყვეტილება მშობლებისთვის სასიხარულოა თუმცა ჩნდება კითხვები- ხომ არ არის დაინფიცირების საფრთხე ბავშვებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განახლება ხომ არ წარმოადგენს გამოიწვევს ხელახალ ეპიდ აფეთქებას რეგიონში.
,,სასიხარულოა ის ფაქტი რომ სკოლებში ჩატარდება გაკვეთილები და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან ბავშვები. ჩემი შვილიც სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. მას ძალიან ენატრება კლასელები და მასწავლებლები. თუმცა რამდენად არსებობს საფრთხე, ამ ეტაპზე დაბნეულები ვართ. რა თქმა უნდა, სკოლაში გავუშვებ შვილს“,-ამბობს ერთ-ერთი მშობელი გულნარა ლეფსაია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ  სიფრთხილის გამოჩენა როგორც მასწავლებელსა და სკოლაში მომუშავე ნებისმიერ პერსონალს ევალება, ასევე მშობლებიცა და მოსწავლეებიც ყურადღებით უნდა იყვნენ. ერთობლივად შესაძლებელია არამარტო ვირუსისგან თავის დაცვა არამედ სრულად აღმოფხვრა. იმ შემთხვევაში თუ მშობელი შვილს კორონავირუსისთვის დამახასიათებელ რაიმე სახის ნიშნებს შეამჩნევს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნდა გაუშვას. გარდა ამისა, სკოლებში პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ორჯერ გაიტესტება.
,,უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით მშვიდია, რაც გახდა წინაპირობა რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულიყო. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის პროტოკოლი იქნა შემუშავებული. ყველა სკოლაა ინფორმირებული აღნიშნული პროტოკოლის მიერ. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ის რომ სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, რეგულაციების მკაცრად დაცვით, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ. ყოველ ორ კვირაში ერთხელ დაექვემდებარება ტესტირებას როგორც პედაგოგები, ასევე სკოლაში დასაქმებული ყველა პირი, ყველამ უნდა დაიცვას წესი, როგორც მშობელმა, ასევე მოსწავლემ და მასწავლებელმა.
ზოგადად ეს ვირუსი შედარებით ახალია და მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევაა. ის რომ ინფიცირება არ არის სასიამოვნო ეს ძალიან კარგად ვიცით, თუმცა ის რომ მაქსიმალურად შეგვიძლია დავიცვათ წესები ესეც განსჯის საგანია. მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს მათ შორის მშობელს, ბავშვებს, რაიმე საეჭვო ნიშნის მქონე მოსწავლე არ უნდა მივიდეს სკოლაში. შესაძლო რისკები არსებობს თუმცა შესაძლოა ამის თავიდან არიდება თუ ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებით“,-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში კონტაქტური სასწავლო პროცესი სკოლებში ბოლო ერთი წელია პანდემიის გამო შეწყდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები