„ასეთი ადამიანები სოფელს სიცოცხლეს უნარჩუნებენ“-გოჩა ენუქიძე ონში მცირეკომლიან სოფელს ესტუმრა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიბრევი,სადაც ზამთრობით მხოლოდ სამი ოჯახი რჩება, რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა გოჩა ენუქიძემ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად მოინახულა და სამივე ოჯახს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.“სოფელ ჭიბრევში ზამთრობით მხოლოდ ზურაბ ომიაძის, გიორგი ჯაფარიძის და ზურაბ მაჩაიძის ოჯახები რჩებიან,ეს ადამიანები კუთხის და ქვეყნის სიყვარულის გამო უძლებენ მკაცრ პირობებს, , სოფელ ჭიბრევს სიცოცხლეს უნარჩუნებენ და მიუხედავად გამოწვევებისა საკუთარ ფუძეს არ ტოვებენ.დღეს ამ ადამიანებს პირადად ვესტუმრე, სასურსათო პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მივუტანე, ყოფით პრობლემებზეც ვისაუბრეთ და დახმარებაც აღვუთქვით“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.