ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი ცენტრის ასაშენებლად ლოკაცია ადგილობრივების ჩართულობით შეირჩევა
სამტრედიაში 2021 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ტენდერების გამოცხადება დაიწყო. ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. დღეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვედნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემოთავაზება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ახლო მომავალში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.