შეცვლილი სახურავები, განახლებული მოაჯირები და მოწესრიგებული შენობის იერსახე- ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ბორჯომში, მესხეთის ქუჩის N3 და N7-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა . ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, განახლდა მოაჯირები და მოწესრიგდა შენობის იერსახე. ცნობისთის, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.

როგორც „რეგიონულ კვირას“ მერიის თანამშრომლები უცხადებენ, ბორჯომის მერია ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები