500-ლარიანი კომპენსაცია სტუდენტებს – ლაგოდეხის მერიის წამახალისებელი ინიციატივა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 15-მა წარჩინებულმა სტუდენტმა, 2020 წელს გაზაფხული-შემოდგომის სასწავლო წლის მაღალი აკადემიური მოსწრების შეფასებით, მერიისგან ერთჯერადი ფულადი წახალისება მიიღო.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, მომავალი თაობის უმაღლესი განათლება, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენს.
განათლებული ახალგაზრდების როლი კი თვითმმართველობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, ლაგოდეხის მერია, კვლავ გააგრძელებს ლაგოდეხში რეგისტრირებული ახალგაზრდების წახალისებას.
სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და მათი შეფასება ორივე სემესტრში, თითოეულ საგანში 91-დან და 100 ქულას შეადგენს, მერიისაგან, ერთჯერად ფინანსურ წახალისებას – 500 ლარს მიიღებენ.
პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე, ასევე, დედითა და მამით ობოლი სტუდენტები.