„ამბროლაური გახდება გამორჩეული ქალაქი“-მერიაში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მერმა ზვიად მხეიძემ სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან და სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებმა კონკრეტული სფეროების მიხედვით გაწეული სამუშაოები და დაგეგმილი ღონისძიებები წარმოადგინეს. მუნიციპალიტეტის მერმა ამბროლაურში მიმდინარე მსხვილმასშტაბიან პროექტებზე ისაუბრა და არსებული პრობლემური საკითხები განიხილა. ,,ჩვენი მიზანია ამბროლაური მიმზიდველი ადგილი გახდეს, რისთვისაც მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპისთვის, აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას ქუჩის კეთილმოწყობა, უახლოეს პერიოდში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება, მნიშვნელოვანი სამუშაოები იგეგმება მდ. კრიხულას სანაპიროზეც, სადაც რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ამბროლაური გახდება ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ქალაქი, როგორც ადგილობრი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის”,-განაცხადა შეხვედრაზე ზვიად მხეიძემ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა
UNDP-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მუნიციპალიტეტის მიერ მიღწეულ წარმატებაზეც აღნიშნა და თქვა, რომ აღნიშნული ორგანიზაციის თანადაფინანსებით ( 137 000 ლარი) ამბროლაურში ორი სკვერის რეაბილიტაცია და საგამოფენო სივრცეების მოწყობაა დაგეგმილი.. ,,საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის დიდი სტიმულია მადლობა ყველას, აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. სახელმწიფოსთვის და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ყველა ის პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია,” – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები