ამბროლაურმა “გაეროს განვითარების პროგრამის” გრანტი მოიპოვა – მუნიციპალიტეტი 137 000 ლარს მიიღებს

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“- ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილმა განაცხადმა გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე განმარტებით, საპროექტო წინადადება – „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკვერების რეაბილიტაცია ამბროლაურში“ გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში აქტუალობიდან გამომდინარე დადებითად შეაფასა და მერიასა და (UNDP)“- ის ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა.  “პროექტის თანადაფინანსებაზე 137 000 ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯება, მისი განხორციელების ფარგლებში ამბროლაურში ვაჟა-ფშაველასა და კოსტავას ქუჩების მიმდებარედ არსებული 2 სკვერის რეაბილიტაცია და საგამოფენო სივრცეების შექმნაა დაგეგმილი, რითაც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საშუალება მიეცემათ საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ“ ,-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები