“პედაგოგები 2 კვირაში ერთხელ გაიტესტებიან” – რა პროტოკოლით განახლდება აჭარაში სასწავლო პროცესი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აჭარაში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან განახლდება. მოზარდები ერთწლიანი პაუზის შემდეგ ონლაინ გაკვეთილების ნაცვლად, სწავლის პროცესში საკლასო ოთახებიდან ჩაერთვებიან. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ რეგიონის მასშტაბით, ყველა სკოლაში შექმნილი უნდა იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით უნდა წარიმართოს. ასევე მკაცრად იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლიც და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.youtube.com%2Fwatch%3Fv%3DpXG4cw_IqbA%26fbclid%3DIwAR0_Ay9t4TO2BwzK2iPou5zsBu-0BeH_RScWOHKzHy9shTCvPBzSqH1OZLM&h=AT17abQjng2-CbUUMMNcxK7z89lv3y90jkVijhf3ErHp26gA3UEXUNc1ebeXCK1VqNiA8J0eKucvdH0q8NehJCuXJlLJe4R-pGjbRf6ooJJSrwULCXnAkcAfAU8fd2TXaoseFg

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები