დღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19- ით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არც ერთი არ გამოვლენილა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებმა ნატო დვალმა, თეა გურგუჩიანმა და გიორგი ონიანმა „რეგიონულ კვირასთან“ განაცხადეს, რომ საქართველოში დაფიქსირებული 298 ახალი შემთხვევიდან მხარეში არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა . მათივე განმარტებით, ბოლო პერიოდში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, რადგან ბოლო დადასტურებული შემთხვევები ძირითადად თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდება. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ დროისთვის, 25 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები