იმერეთში კოვიდინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 44 იმერეთში დაფიქსირდა.
ეპიდვითარება რეგიონში კი ასეთია: ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 611.
მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის იმერეთში – 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან იმერეთში – 25.
402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 20 – იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.