ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 26 კახეთში დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19- ით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 26 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 19, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32, კახეთი – 26, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ის დიაგნოზით საქართველოში 16 პაციენტი გარდაიცვალა.