ლევან ვარშალომიძე ბათუმში დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს ეხმაურება

მიუხედავად პროტესტის გამოხატვის ფორმის არაერთგვაროვანი შეფასებისა, ხელისუფლებამ ირაკლი ფანგანს სისხლის სამართლებრივი დევნა დაუწყო და დააკავა! ეს ყოველივე ზღვარს სცილდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვარშალომიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შესვლით არა მხოლოდ ჩვენი პარტიის,ბლოკის ან ოპოზიციის, არამედ ყველა იმ ამომრჩევლის ნებას დაუპირისპირდა, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების მიმართ მხარდამჭერთა ნეგატიური დამოკიდებულება ლოგიკურია!

მისივე თქმით, ირაკლი ფანგანის მიერ გამოხატული პროტესტის ფორმა შესაძლებელია მიუღებელი იყოს, თუმცა ამას წინ ზემოაღნიშნული ასპექტი უძღვოდა.

„ბათუმში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მსურს გითხრათ, რომ საკითხს აქვს, როგორც მორალური, ასევე სამართლებრივ-პოლიტიკური მხარე!

ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შესვლით არა მხოლოდ ჩვენი პარტიის,ბლოკის ან ოპოზიციის, არამედ ყველა იმ ამომრჩევლის ნებას დაუპირისპირდა, ვისი უშუალო მოთხოვნაც იყო გაყალბებული არჩევნების არაღიარება! შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების მიმართ მხარდამჭერთა ნეგატიური დამოკიდებულება ლოგიკურია!

ირაკლი ფანგანის მიერ გამოხატული პროტესტის ფორმა შესაძლებელია მიუღებელი იყოს, თუმცა ამას წინ ზემოაღნიშნული ასპექტი უძღვოდა.

მიუხედავად პროტესტის გამოხატვის ფორმის არაერთგვაროვანი შეფასებისა, ხელისუფლებამ ირაკლი ფანგანს სისხლის სამართლებრივი დევნა დაუწყო და დააკავა! ეს ყოველივე ზღვარს სცილდება, რადგან მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა მხარდამჭერის მოქმედებაში ვერ იკითხება სისხლის სამართლის დანაშაული! ხელისუფლება ჩვეულ სტილში, პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, იყენებს რა თავის მიერ დამკვიდრებულ შერჩევით სამართალს!“, – წერს ვარშალომიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები