საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 04:12 საათზე, თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ.-ში, სოფელ ლუთხუბთან მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
ცნობისთვის, მიწისძვრა საქართველოში წუხელაც დაფიქსირდა.