პანკისის ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, სადაც, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა გამოაცხადა. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვდა,ხოლო დაცვის მხარემ შუამდგომლობა არ გააჟღერა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მიანდო.​

” საწყის ეტაპზეა გამოძიება და მიმდინარეობს ვერსიების გადამოწმება, მათ შორის არსებული კონფლიქტის საწყისი ეტაპების შემოწმება, შესაბამისად ამ დროისთვის გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის მიზეზს, გამოძიების დასასრულს გვექნება პასუხი”,- განაცხადა პროკურორმა, ვლადიმირ ბექიშვილმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 17 იანვარს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მომხდარ მკვლელობას. 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილს მეზობელმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები