პროკურატურამ კისისხევში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის დალავებულ ჯარჯი არაბულს ბრალი წარუდგინა.

დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით ბრალი დღეს წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2021 წლის 21 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში მომხდარ მკვლელობას, სადაც ჯარჯი არაბულმა, შურისძიების მოტივით დიანა ფ.-ს და ხვიჩა ერგემლიძეს განზრახ მკვლელობა სცადა. მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხვიჩა ერგემლიძემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები