აჭარაში კორონავირუსისგან 83 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 34 249 შეადგენს.
ამ დროისთვის კლინიკაში 234 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მართვით სუნთქვაზე 3 პირი იმყოფება. ბათუმის კოვიდ სასტუმროში 153 პირია მოთავსებული.