ერთი გარდაცვლილი, 31 ინფიცირებული და 110 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელოში
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან, სამეგრელო – ზემო სვანეთიში კოვიდ-19-ით 31 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი პაცინეტი და გამოჯანმრთელდა 110 მოქალაქე.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციით გარდაცვლილი 79 წლის ქალი “სენამედის” კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონში მოქმედი ექვსი კოვიდკლინიკის მონაცემები კი, ასე გამოიყურება:
„რუხის კლინიკაში 66 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, მათ შორის მძიმეა ექვსი მათგანის მდგომარეობა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 39 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მათ შორის მძიმეა ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 35 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა – ოთხი პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 12 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 23 ინფიცირებული მოქალაქე რჩება“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება, რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 57 ადამიანი იმყოფება.