ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 21-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
”დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 80, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 32, გურია – 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 34, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0“,- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.