სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 80, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 32, გურია – 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 34, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში ჯამში კორონავირუსის 4 422 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 4 006 – გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 – გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები