სკოლები, საბავშვო ბაღები, გზები და წყლის სისტემები – რა გაკეთდა და რა კეთდება კახეთში

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოების და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, სკოლების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რაც კახეთში გასულ, 2020 წელს დაიწყო და ზოგიერთი პროექტის სამუშოებია ახლაც აქტიურ ფაზაშია.

როგორც “რეგიონულ კვირას” კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გივი მეტრეველმა განუცხადა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების 90% უკვე შესრულებულია. ხოლო მაშტაბური პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„კახეთის მასშტაბით, რეგიონული ფონდის დაფინანსებით, 52 000 000 ლარის ღირებულების პროექტების 90% დასრულებულია. თელავში, გარდა რეგიონული ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიმდინარეობს მეორე ფაზა წყალმომარაგების სისტემის დასასრულებლად. ამ ეტაპზე, ალაზნის და კავკასიონის პროსპექტზე, მრავალსართულიანი საცხოვრებლებში ინდივიდუალური მრიცხველები მონტაჟდება, რაც დებეტის ზრდას გამოიწვევს და ამ ფაზის დასრულების შემდეგ თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სკოლების რეაბილიტაცია ცალკე დაფინანსების წყაროა და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
კახეთში შვიდი საჯარო სკოლა შენდება,რომელის ძირითადი სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.
უკვე დასრულებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ზემო ბოდბეში 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა, სადაც სრულიად ახალი შენობა დაიდგა და წელს უკვე განახლებულ შენობაში დაიწყეს ბავშვებმა სწავლა”, – განაცხადა გივი მეტრეველმა.
კახეთის რეგიონში პროექტების ნაწილი მიმდინარე ხოლო ნაწილი მომდევნო წელს დასრულდება.  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 52 000 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები