გია მასალკინი: “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ახალგაზრდებს აქეზებენ, რადიკალიზმი მძვინვარებს

არ მესმის, როცა ერთს ადამიანს 30 მოაქცევს ალყაში და თავს ესხმის, აზრის გამოთქმის უფლება  ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუმცა ფორმას გააჩნია – ასე შეაფასა ბათუმის ბულვარში დამოუკიდებელ დეპუტატისთვის “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების მიერ მიყენებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს გიორგი მასალკინი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეების” კანდიდატი იყო.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას მასალკინმა აღნიშნა, ახალგაზრდებს ჩავლეიშვილის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები განაწყობენ,

,,მე ადგილზე ვიმყოფებოდი, როდესაც ინციდენტი მოხდა. სიმართლე გითხრათ არ მესმის, როცა ერთს ადამიანს 30 მოაქცევს ალყაში და თავს ესხმის, ყველა ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის,თუმცა ფორმას გააჩნია. არაორდინალური საქციელი იყო, ჩემი თვალით ვნახე როგორ აქეზებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ახალგაზრდებს. ცუდია რომ რადიკალიზმი მძვინვარებს. დღევანდელმა აქციამ სულ სხვა სახე მიიღო, ჩვენ ვაპროტესტებდით ბულვარში მშენებლობის დაწყებას, უცებ კი შეიცვალა პოზიცია ახალგაზრდებმა და ჩავლეიშვილის მიმართ აგრესიით განეწყვნენ. მათ შორის იყვნენ ჩემი სტუდენტები, მათ მოვუწოდე, სხვა ვითარებაში და სხვაგვარად გამოეხატათ თავიანთი პროტესტი დეპუტატთან მიმართებაში თუმცა, რაც მოხდა ყველამ დავინახეთ“,- განაცხადა გიორგი მასალკინმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის ბულვარში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციაზე  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვლს დაუპირისპირდენ, აქციის მონაწილეებმა დეპუტატს თავზე ურნიდან ნაგავი დააყარეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები