სამეგრელოში კორონავირუსი 116 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 107

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 107 კოვიდპაციენტი. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა. რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 181 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 23 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. „რუხის კლინიკაში 70 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 35 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა ექვსი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 37 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 16 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 16 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 38 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთი”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში. ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 54 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები