დღეს გამოვლენილი 998 ახალი შემთხვევიდან 51 ქვემო ქართლს უკავშირდება

ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 51-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

”დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 170, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 68, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 116, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები