კახეთში კოვიდინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 998 შემთხვევიდან 50 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 170, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 68, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 116, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კოვიდ-19-ის დიაგნოზით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები