87 გამოჯანმრთელებული და 31 ახალი ინფიცირებული – ეპიდვითარება აჭარაში

23 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურში 1 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 87 პაციენტი, საერთო ჯამში კი დღემდე გამოჯანმრთელებულია – 34 166 პირი.
აჭარის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 254 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მართვით სუნთქვაზე 2 პაციენტი იმყოფება.

კოვიდ სასტუმროში – 159 პირია მოთავსებული, ხილო ონლაინ კლინიკაში – 468 მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები