მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

ახალი ბაგა-ბაღების დასრულებული სამშენებლო სამუშაოები ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესთან ერთად დაათვალიერა.

თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ბაღებში დაცული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ოთხივე შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოებიც და ამჟამად მათი დასუფთავება მიმდინარეობს.

უახლოეს მომავალში ბაღები ინვენტარით აღიჭურვება, ამსთან დაკავშირებით გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. პროექტს კომპანია „სპეცმონოლითი“ ახორციელებს და მისი ღირებულება ოთხივე ბაღზე 2 859 150 ლარს შეადგენს. ახალი საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს სექტემბერიდან მიიღებენ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები