25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე. კერძოდ, აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე.

„2021 წლის 25 იანვრიდან 15 მარტამდე, ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე. კერძოდ, აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები