ქარელის მერმა სოფელ რუისში მიმდინარე სკვერის სამუშაოები დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ რუისში, სკვერის მოწყობის დასრულებული სამუშაოები. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით,  რაზეც გაიხარჯა 41 885 ლარი. შემოიღობა სკვერის ტერიტორია, დაიგო ბეტონის ქვაფენილი. სკვერში მოეწყო ფანჩატური, მოედანი საბავშვო ატრაქციონებისათვის, სადაც განთავსდა 2 სახეობის საბავშვო ატრაქციონი. სკვერში ასევე მოეწყო ღამის განათება და დაიდგა საპარკე სკამები.

სამუშაოები შეასრულა ი.მ ,,პაატა ხაჭაპურიძემ“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები