ბათუმის სათნოების სახლის ბენეფიციარებს გამოკვლევები ჩაუტარდათ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ბათუმის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევები სხვადასხვა სპეციალობის მქონე ექიმებმა, კერძოდ, ქირურგებმა და ყელ-ყურ-ხვირის სპეციალისტიებმა ჩაატარეს. პანდემიის ფონზე სათნოების სახლის ბენეფიციაერებში დაავადებათა გავრცელების პრევენციის მიზნით საჭიროდ ჩაითვალა სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზება. სათნოების სახლს ასევე გადაეცა შესაბამისი დანიშნულების სხვადასხვა საჭირო მედიკამენტების მარაგი. მოხუცთა გამოკვლევების მიმდინარეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აკვირდებოდა. მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო კვლევები პერიოდულად განმეორდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები