ბექა ბარამიძე გიგა შუშანიას ბრალდებებზე: ის არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია გელათის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაშვებული შეცდომების გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვს. როგორც შუშანია აცხადებს, 7 მილიონი ლარი გაიფლანგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
ის საქმის რეალურ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელი ბექა ბარამიძე “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ გიგა შუშანია არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, თანამდებობის პირის გადაყენების კომპეტენცია სახელმწიფოს მართვის აღმასრულებელ პირველ პირებს აქვთ და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“თანამდებობის პირის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ მინისტრი და თუ შექმნილი მდგომარეობა ქმნის იმის საფუძველს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული რასაკვირველია სახელმწიფოს მართვის აღმასრულებელი პირველი პირები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მთავარი მისია და უპირველესი ამოცანა არის ის რომ მაქსიმალურად ეფექტურად და ქმედითად იზრუნოს იმ შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომდევნო ზამთარი გელათმა უპრობლემოდ გადაიტანოს”,-ამბობს ბარამიძე.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელი ფულის ფლანგვასთან დაკავშირებით შუშანიას ბრალდებას უარყოფს და განმარტავს რომ ფინანსური დანახარჯის მონიტორინგი დამფინანსებლების მიერ მკაცრად კონტროლდება.
“რაც შეეხება ბრალდებას თანხების გაფლანგვის შესახებ, მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ სააგენტო ფინანსურ რესურსურსთან აბსოლუტურად არ ყოფილა კავშირში. ჩვენი მისია იყო ის რომ ყოფილიყო კონტროლი პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობისა სანებართვო პირობებთან, რაც წარმატებით განხორციელდა.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ის სახსრები რომელიც გელათის სარეაბილიტაციო სამუშაობის დროს იყო გამოყოფილი განხორციელების ორივე ეტაპზე ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა და მეორე პროექტის ფარგებში მსოფლიო დაფინანსებით ტენდეტის გზით შერჩეული კომპანიის გადახდილი თანხა. დაფინანსების მექანიზმი მკაცრად კონტროლდებოდა. ის თანხები, რომელიც მოხმარდა გელათის რეაბილიტაციას ამის კალკულაცია ძალიან მარტივია.დამატებით სახემწიფოდან ერთი თეთრი არ დაიხარჯება. ეს ფინანსური ვალდებულება, რომელიც უკავშირდება პრობლემების Აღმოფხვრას არის სამართლებრივი ვალდებულება შემსრულებელი კომპანიებისა, რომელიც ამ ეტაპამდე შესრულდა და რაც აწი შესრულდება. ასე რომ გაფლანგული არაფერი არ არის.
თუ რაიმე დამატებითი ხარჯი იქნა საჭირო ამას შემსრულებელი კომპანიები უზრუნველყოფენ”,- ამბობს ბარᲛიძე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთი მკლავი დროებით გადაიხურა და ტაძარში წყალი არ ჩაედინება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები