პირველი თებერვლიდან აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდება

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, აჭარაში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება.

„ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში მდგომარეობა სტაბილური, ვითარების შემსუბუქების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდეს.

გვაქვს ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ.
დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.
საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება კი დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან,“- განაცხადა ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა

ბათუმის სკოლის შენობებში სწავლა გასული წლის მარტის შემდეგ არ განახლებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები