სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პროექტები დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალფა-8“ ასრულებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბეს და აუზს, მოეწყობა ღობე. პროექტის ღირებულება 667 222 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს. მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Construction Service“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები