ონში მერიის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მერიის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა..
ონის მერმა შეხვედრაზე მისულ რწმუნებულებს განუცხადა, რომ რომ 2021 წელს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, ამ პროგრამით არჩეულ პროექტებს და შესაბამისად მათი შესრულების მიმდინარეობას დაეთმობა, თითოეულ წარმომადგენელს კი მაქსიმალური მონდომება და გაორმაგებული ძალისხმევა დასჭირდება, რადგან მიმდინარე წელი წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

„ მუნიციპალიტეტში პროექტებზე დახარჯული თანხა სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს მოხმარდება, რათა ეტაპობრივად აღმოიფხვრას თემებში არსებული პრობლემები“,-განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

მერიის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებილი ინფორმაცია წარუდგინეს მუნიციპალიტეტის პირველ პირს . მერისა და წარმომადგენლების პირველ შეხვედრაზე შეხვედრაზე მიმდინარე პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები განიხილეს და კონკრეტული მითითებები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები