თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება
სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.