კისისხევში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

კისისხევში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინფორმაცია ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას ” თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა. ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, მამაკაცი ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას ჭრილობები გულ-მკერდის და მუცლის არეში აღენიშნებოდა.

” მამაკაცი მოთავსებულია რეანიმაციაში და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ზედაპირული დაზიანებები ქონდა გულ-მკერდის არეში, რაც შეეხება მუცლის ღრუს, დაჭირდა ქირურურგიული ჩარევა”,- განაცხადა ჭონიაშვილმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, სოფელ კისისხევში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, რა დროსაც 28 წლის ქალი მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 32 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები