აჭარაში კორონავირუსისგან 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამავე პერიოდში დაავადების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 1 პაციენტი გარდაიცვალა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკებში 250 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მართვით სუნთქვაზეა სამი პირი.
კოვიდსასტუმროებში მკურნალობს – 175, ონლაინკლინიკებში კი – 479 ადამიანია მოთავსებული.