სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო, გაორმაგდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ით 73 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 171 მოქალაქე.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციით ერთი პირი გარდაიცვალა. 78 წლის გარდაცვლილი მამაკაცი, მკურნალობის კურსს რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა.
რეგიონში მოქმედი ექვსი კოვიდკლინიკის მონაცემები კი, ასე გამოიყურება:
„რუხის კლინიკაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 37 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა სამი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 37 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ხუთ პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 16 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 18 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 24 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთის მდგომარეობა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება, რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 55 ადამიანი იმყოფება.
22 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 636 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები