კახეთში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 47 – ით გაიზარდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 107, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 51, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის დიაგნოზით, 24 პაციენტი გარდაიცვალა.