ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცბლილს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.