ენგურის ხიდზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სიმბოლური აქციით აღნიშნეს

“მოძრაობა საქართველოსთვის” აქტივისტებმა საოკუპაციო ხაზთან ენგურის ხიდზე საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ამ ფორმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული დღევადელი გადაწყვეტილება ქარათველ ხალხს მიულოცეს.

“მოძრაობა საქართველოსთვის” აქტივისტები მეგობრებთა ერთად შევიკრიბეთ,საოკუპაციო ხაზთან და აქ ველოდებოდთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლქტთან დაკავშირებით ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მოსპობს აღიარებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს და გააძლიერებს, საქართველოს პოზიციებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია არის ჩვენი და ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას აფხაზეთში და სამაჩაბლოში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ალიკა კუპრავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები