ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი მონაცემები გვაძლევს საფუძველს, დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაწილზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მსჯელობა მიმდინარეობს და დამატებითი გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„შემსუბუქებასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვმსჯელობთ. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას და საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას. რაც შეეხება დღევანდელ ეპიდმდგომარეობას, დღევანდელი მონაცემები გვაძლევს საფუძველს, დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება. დღეს სტაციონარში 3499 ადამიანი გადის მკურნალობას, ჯამში 10 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ექიმები წარმატებით მართავენ პროცესს”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები