სამეგრელოში კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად დაბალია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 1 134 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთიში კოვიდ-19-ით 118 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 130 მოქალაქე.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციით გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა.

რეგიონში მოქმედი ექვსი კოვიდკლინიკის მონაცემები კი, ასე გამოიყურება:

„რუხის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 37 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა სამი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 40 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 17 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 18 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 24 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთის მდგომარეობა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება, რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 50 ადამიანი იმყოფება.

21 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 179 პირი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები