აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით ამავე პერიოდში 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება კოვიდ კლინიკებში მყოფ პირებს, ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას 248 პაციენტი გადის, მათ შორის მართვით სუნთქვაზე 3 ადამიანი იმყოფება.
კოვიდსასტუმროებში 206 პირია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები