ბორჯომის მუნიციპალიტეტში შიდა გზები თოვლისგან იწმინდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ შიდა გზების თოვლისგან გასუფთავების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ბორჯომის მერიაში განმარტავენ, მერია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქში ასევე მიმდებარე სოფლებში უზრუნველყოფს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიაში განუცხადეს, მათთან შესული შეტყობინების საფუძველზე მობილური ჯგუფი დილიდან სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება და გზებს თოვლისგან წმენდს, იყრება ქვიშა და ტექნიკური მარილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები