კახეთში კორონავირუსის 95 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 95-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, აჭარა – 64, იმერეთი – 164, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 85, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კოვიდ-19-ის დიაგნოზით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში, 11 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები