ადვოკატი: ბიძინა ესებუას კოვიდ-19 დაუდასტურდა

საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდასხმისთვის ტერორიზმის მუხლით ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც ასევე ბრალდებულია და ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, covid – 19 დაუდასტურდა.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა, იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, მასთან ერთად საკანში მყოფი 6 პატიმარი იზოლაციაში იმყოფება და დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული.

ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაცვა აღკვეთი ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს.

ცნობისთვის, ბიძინა ესებუა პოლიციამ 4 დეკემბერს დააკავა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა, შენაცვა, ტარებას ედავება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები